არჩილ მალაყმაძემ საქართველოს ბრინჯაოს მედალი შემატა
22 აპრილი, 2026
ბათუმის ევროპის ჩემპიონატის მეოთხე საშეჯიბრო დღის ბოლოს მედლებისთვის ბრძოლას შეუდგნენ 79 კილოგრამ წონითი კატეგორიის წარმომადგენლები. მათ შორის, ფიცარნაგზე ვიხილეთ არჩილ მალაყმაძე.
გარდა იმისა, რომ ქართველმა ძალოსანმა ატაცში (153), აკვრასა (183) და ორჭიდის ჯამში (236) საქართველოს რეკორდები დაამყარა, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა აკვრაში. მთლიანობაში კი მეხუთე იყო როგორც ატაცში, ისე ორჭიდის შედეგად.
ორჭიდის ჯამში (341) წონის ჩემპიონი გახდა ინდივიდუალური ნეიტრალური ათლეტი გევორქ სერებიანი, რომელმაც იქამდე ევროპის რეკორდით მოიგო ატაცი (161).
ორჭიდში 340 კილოგრამით ვერცხლის მედალი ერგო ალბანელ ბრიკენ კალიას, რომელმაც ატაცში (187) ოქროს მოპოვება შეძლო.
მესამე ადგილი დაიკავა სომეხმა ძალოსანმა მარტინ პოღოსიანმა, რომელმაც საამისოდ ორჭიდში 338 კილოგრამი დააგროვა. მეორე საუკეთესო შედეგი ჰქონდა აკვრაში (186).
მედალოსნები გახდნენ თურქი კაან კაჰრიმანი და რუმინელი ტიბერიუ დონოსე. მათ, შესაბამისად, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ატაცში.

