69 კილოგრამ წონითი კატეგორია „ნეიტრალების“ კარნახით წარიმართა
22 აპრილი, 2026
ბათუმის სპორტის სასახლეში, სადაც ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობენ, ქალთა შორის 69 კილოგრამ წონით კატეგორიაში გათამაშდა მედლები.
წარმატებული დღე ჰქონდა ნეიტრალურ ინდივიდუალურ ათლეტს სუზანა ვალოძკას, რომელმაც სამი მედალი მოიპოვა, მათ შორის არის ორჭიდის ჯამში 237 კილოგრამით მოგებული ოქროს მედალი.
მომავალ ჩემპიონს ატაცში (108) ვერცხლის მედალი ერგო, აკვრაში (129) - ოქროს ჯილდო.
ორჭიდის ჯამში ასევე მედალოსანი გახდა კიდევ ერთი ინდივიდუალური ნეიტრალური ათლეტი ზარინა გუსალოვა, რომელმაც ატაცსა (105) და აკვრაში (127) ბრინჯაოს მედლები დაიმსახურა, ორჭიდის ჯამში დაგროვილი 232 კილოგრამით კი ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ის ვინც ატაცში (109) ოქროს მედალი მოიგო გერმანელი ლიზა შვაიცერია. გამოცდილი გერმანელი აკვრაში (122) მე-9 ადგილზე გავიდა, თუმცა ორჭიდის ჯამში (231) ბრინჯაოს მედალი მაინც დაიმსახურა.
მედალოსანთა შორის არის ესპანელი ნაროა არასატე, რომელმაც აკვრაში მესამე ცდაზე მკლავი ძლიერ დაიშავა, თუმცა იქამდე დაძლეული 128 კილოგრამით ვერცხლის მედალი მას დარჩა.

