კამილა კონოტოპმა სამიდან სამი ოქროს მედალი მოიპოვა

20 აპრილი, 2026

ბათუმში, ევროპის ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღის ბოლოს 58 კილოგრამ წონით კატეგორიაში მედლების მოსაპოვებლად ფიცარნაგზე გავიდნენ ქალები.

ერთგვარი ტრიპლეტით დღის გმირი გახდა უკრაინელი კამილა კონოტოპი, რომელიც საუკეთესო იყო როგორც ატაცში (110), ისე აკვრასა (121)ც და შესაბამისად ორჭიდის ჯამში დაგროვილი 221 კილოგრამით.

ორჭიდის შედეგად კვარცხლბეკის მეორე საფეხურზე ავიდა სომეხი ალექსანდრა გრიგორიანი, რომელიც ატაცში (91) სამეულს მიღმა დარჩა, მაგრამ აკვრაში (119) მესამე საუკეთესო შედეგი ჰქონდა, რამაც ორჭიდის ჯამში (210) ვერცხლის მედლამდე მიიყვანა.

ორჭიდში, 209 კილოგრამით ბრინჯაოს მედალი ერგო ნეიტრალურ ათლეტ ოლგა ტეს, რომელსაც ატაცში (93) მესამე შედეგი ჰქონდა, აკვრაში (116) კი მეოთხე იყო.

ცალკეულ დისციპლინებში მედლები ერგოთ იტალიელ ნოემი ფილიპაზოს და უკრაინელ ოლგა ივჟენკოს. ფილიპაზომ ატაცში (94) ვერცხლის მედალი მოიპოვა, ივჟენკომ კი შესაბამისი ჯილდო აკვრაში (120) დაიმსახურა.