ბათუმის ევროპის ჩემპიონატს პირველი მედალოსნები ჰყავს
19 აპრილი, 2026
ბათუმის სპორტის სასახლეში სტარტი აიღო ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატმა. გათამაშდა მედლების პირველი კომპლექტი. ფიცარნაგზე პირველები გავიდნენ უმსუბუქესი - 48 კილოგრამ წონით კატეგორიის ქალი წარმომადგენლები.
წონის აბსოლუტური გამარჯვებული გახდა იტალიელი ჯულია იმპორიო, რომელიც საუკეთესო იყო როგორც ატაცში (78), ისე აკვრასა (98) და ორჭიდის ჯამში დაგროვილი 176 კილოგრამით.
172 კილოგრამით ორჭიდის ჯამში კვარცხლბეკის მეორე საფეხური ერგო უკრაინელ კატერინა მალაშუკს, რომელსაც მესამე საუკეთესო შედეგები ჰქონდა ატაცსა (77) და აკვრაში (95), თუმცა ორჭიდის ჯამში ვერცხლის მედლამდე დაწინაურდა.
ატაცში (77) პირველი შეკვეთის წესის გათვალისწინებით მეორე ადგილი დაიკავა ბულგარელმა ბოიანა კოსტადინოვამ. მეხუთე შედეგი ჰქონდა აკვრაში (92), თუმცა ორივე მოძრაობის ჯამში დაგროვილი 169 კილოგრამით ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა.
მედალოსანთა შორის აღმოჩნდა თურქი გამზე ალთუნიც, რომელმაც აკვრაში (97 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა.

