ფინელმა იანეტე იულისოინმა ევროპის ჩემპიონობა ახალგაზრდული რეკორდებით შეძლო

23 აპრილი, 2026

ევროპის ჩემპიონატის მეხუთე საშეჯიბრო დღის ბოლოს მედლები გათამაშდა ქალთა 77 კილოგრამ წონით კატეგორიაში, სადაც საქართველო წარმოდგენილი იყო ნანა ხორავათი.

ქართველმა ძალოსანმა ატაცში 109 კილოგრამი დაძლია და სამეულთან ერთ კილოგრამიანი დეფიციტით მეოთხე ადგილზე გავიდა. აკვრაში დამორჩილებული 127 კილოგრამით კი მეშვიდე საფეხური ერგო. რაც შეეხება ორჭიდს, (236) აქ იგი მეხუთე ადგილზე გავიდა.

ჩემპიონობა იზეიმა ფინელმა იანეტე იულისოინმა, რომელმაც ატაცში ოქროს მედალი ევროპის ახალგაზრდული რეკორდით (113) მოიგო. ვერცხლის მედალი ერგო აკვრაში (134), ხოლო ორჭიდში ჩემპიონობა, ასევე ევროპის ახალგაზრდული რეკორდით (247) შეძლო.

აკვრაში ასევე ევროპის ახალგაზრდული რეკორდი (136) დაამყარა სომეხმა ძალოსანმა ანა ამოიანმა, თუმცა სხვა შემთხვევაში, მას მედალი არ მოუპოვებია.

ორჭიდის (244) შედეგად ვერცხლის მედალი მოიპოვა ინდივიდუალურმა ნეიტრალურმა ათლეტმა ვარვარა კუზმინოვამ, რომელიც საპრიზო ადგილებამდე B ჯგუფიდან დაწინაურდა.
მესამე საფეხური ერგო უკრაინელ ირინა დომბროვსკაიას (243).