ძალოსანთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე 6 მედალი მოიპოვა

10 მაისი, 2026

ისმაილიაში (ეგვიპტე), სადაც ახალგაზრდებს შორის ძალოსანთა მსოფლიო
ჩემპიონატს მასპინძლობდნენ, 54 ქვეყნის 270 სპორტსმენს შორის
წარმოდგენილი იყო საქართველოს გოგონათა და ვაჟთა ნაკრები.
ჩვენი გუნდიდან ყველაზე უკეთ იასპარეზა მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა
გოგა ჯაჯვანმა (94 კგ.). ქართველი ძალოსანი საუკეთესო იყო ატაცში, სადაც
ოქროს ჯილდო დაიმსახურა. ბრინჯაოს მედალი ერგო აკვრაში, ორჭიდის ჯამში
კი ვერცხლის მედალი მოიპოვა.
შედეგიანი გამოსვლა ჰქონდა რევაზ მილდიანს (71 კგ.). ამ შემთხვევაში, მისი
მონაგარი ატაცში დამსახურებული ბრინჯაოს მედალია.
გოგონათა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ორი ძალოსნით იყო წარმოდგენილი
და ორივე შემთხვევაში მედლებია მოპოვებული.
ნანა ხორავამ (77 კგ.) და მარიამ მურღვლიანმა (86 კგ.) ვერცხლის მედლები
დაიმსახურეს ატაცში.