ბათუმის ევროპის ჩემპიონატი მძიმე წონით და ბაქარ თურმანიძის ასპარეზობით დასრულა

26 აპრილი, 2026

ბათუმის ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი მძიმე წონაში კაცთა ასპარეზობებით დასრულდა. ფიცარნაგზე გავიდა აკვრაში ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი ბაქარ თურმანიძე.

ქართველმა მძიმე წონოსანმა (+110 კგ) ატაცში სამივე ცდა (175/181/187) წარმატებით გამოიყენა და მეოთხე ადგილი დაიკავა. აკვრაში შედეგიანი ჰქონდა პირველი ორი ცდა (208/219), მესამე მისვლაზე კი 225 კილოგრამი ვერ დაიმორჩილა და მეხუთემდე დაქვეითდა, ორჭიდის ჯამში (406) კი მეოთხე იყო.

წარმატებული ჩემპიონატი ჰქონდა ოლიმპიური თამაშების ვერცხლის, მსოფლიოს და ევროპის ორ-ორგზის ჩემპიონ და არაერთი სხვა სინჯის მედლის მფლობელ სომეხ ძალოსან ვარაზდატ ლალაიანს.

სომხეთის წარმომადგენელი საუკეთესო იყო ატაცში (210), აკვრასა და ორჭიდის ჯამში.

ატაცში (192), აკვრასა (233) და ორჭიდში (425) ვერცხლის მედლებით დაასრულა ასპარეზობა ინდივიდუალურმა ნეიტრალურმა ათლეტმა დანილ ვაგაცევმა.

ორჭიდში (418) მესამე ადგილი ერგო ასევე ინდივიდუალურ ნეიტრალურ ათლეტ ტიმურ ნანიევს, რომელსაც ატაცში მესამე შედეგი (191) ჰქონდა, აკვრაში (227) კი მეოთხე.

აკვრაში (231) ბრინჯაო დაიმსახურა უკრაინელმა ვლადისლავ პრილიპკომ

ბათუმის ევროპის ჩემპიონატზე მედლები 18 ქვეყნის წარმომადგენელმა მოიპოვა, პლუს ნეიტრალური ინდივიდუალური სტატუსით მოასპარეზე ძალოსნებმა.

არაოფიციალურ ჩათვლაში 9 ოქროს, 8 ვერცხლის და 7 ბრინჯაოს მედლით პირველი ადგილი დაიკავა სომხეთის ნაკრებმა.

მეორეზე გავიდა ბულგარეთი (6-5-3), მესამეზეა ნეიტრალური ინდივიდუალური სტატუსით მოასპარეზე ძალოსანთა გუნდი (5-12-10).

საქართველოს ნაკრებმა ბათუმის ევროპის ჩემპიონატი 2 ოქროს, 2 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედლით დაასრულა და შესაბამის ჩათვლაში მერვე ადგილზე გავიდა.

ატაცში ოქროს მედლით მედალოსანი გახდა გოდერძი ბერდელიძე (60 კგ). აკვრაში ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს რამინ შამილიშვილმა (60 კგ) და არჩილ მალაყმაძემ (79 კგ). ატაცში ბრინჯაოს მედალოსანი გახდა მანუჩარ გოგოხია (88 კგ), ხოლო ზურაბ მსხალაძე (88 კგ) ოქრო მოიპოვა აკვრაში, ორჭიდში კი ვერცხლის მედალი.

ქალთა ნაკრებიდან ატაცში ვერცხლის და ორჭიდში ბრინჯაოს მედლით დაასრულა ევროპის ჩემპიონატი ანასტაისა გოტფრიდმა (+86 კგ).