ბათუმის სპორტის სასახლეს EWF-ის წარმომადგენლები სტუმრობდნენ
18 აპრილი, 2026
ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ერთი დღით ადრე ბათუმის სპორტის სასახლეს, სადაც 19 აპრილიდან კონტინენტის უმთავრესი ასპარეზობა აიღებს სტარტს, ევროპის ძალოსნობის ფედერაციის (EWF) წარმომადგენლები სტუმრობდნენ. EWF-ის წარმომადგენლებს მეგზურობას უწევდნენ საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ლაშა ტალახაძე და ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი კახი კახიაშვილი.

