ბათუმი 2026

ჩატარების დრო:19 აპრილი, 2026 - 26 აპრილი, 2026

ჩატარების ადგილი:ბათუმი ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს

19-26 აპრილს, ბათუმი ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 50-მდე ქვეყნის ეროვნული ნაკრები.

ჩემპიონატისთვის მზადება აქტიურ ფაზაშია, როგორც საორგანიზაციო, ისე სპორტული მიმართულებით. საქართველოს ძალოსანთა ეროვნული ნაკრები უკვე ბათუმში იმყოფება და ტურნირისთვის მზადებას ბათუმის სპორტის სასახლეში გადის.

ჩემპიონატის სამზადისს აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი აბულაძე, საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ლაშა ტალახაძე, სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირმა ნიჟარაძე და ჩაქვის ძალოსნობის კომპლექსის ხელმძღვანელი ირაკლი თურმანიძე გაეცნენ.

ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატი აჭარის მთავრობისა და საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართება.