2 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი პოლონეთიდან!

24-ოქტ-2018
სიახლეები

რევაზ დავითაძემ პირველობა არავის დაუთმო!
ქართველმა ძალოსანმა ატაცში სამივე ცდა (158, 163,165) წარმატებით გამოიყენა და ოქროს მედალს დაეუფლა, აკვრაში დაძლეული (186, 192, 196) კილოგრამით ვერცხლის მედალი მოიპოვა, თუმცა პირველადგილოსანმაც იგივე წონა დაძლია, მაგრამ წესების თანახმად პირველობა იმ ძალოსანს ენიჭება, რომელმაც წონა პირველმა აწია. ორჭიდის ჯამში კი (361 კგ.) დავითაძემ გამარჯვება არავის დაუთმო. 
მეორე ქართველმა ძალოსანმა ნოდარ კაკაბაძემ კი ატაცში 145 კგ დაძლია და მე-7 ადგილზე გავიდა, აკვრაში კაკაბაძემ 175, 182 კილოგრამს გაართვა თავი და მე-6 საფეხურზე დადგა, ხოლო ორჭიდში 327 კილოგრამით მე-7 ადგილზეა.

მსგავსი
სიახლეები