3 ოქროს მედალი პოლონეთიდან!

27-ოქტ-2018
სიახლეები

ირაკლი ჩხეიძემ ევროპირველობაზე პირველობა არავის დაუთმო!

ქართველმა ძალოსანმა ატაცში (163, 167, 170)  სამივე ცდა წარმატებით გამოიყენა და ოქროს მედალს დაეუფლა, ასევე წარმატებით იასპარეზა აკვრაში, სადაც  202, 209, 216 დაძლია და აქაც უმაღლესი სინჯის მედალი დაისაკუთრა, ორჭიდის ჯამში კი 386 კილოგრამით კვარცხლბეკის უმაღლესს საფეხურზე ავიდა!.

ირაკლი ჩხეიძემ  3 ოქროს მედალთან ერთად  იუნიორთა შორის საქართველოს ახალი რეკორდიც დაამყარა. ქართველმა ძალოსანმა ორჭიდში გიორგი ჩხეიძის რეკორდი 4 კილოგრამით გააუმჯობესა.

მსგავსი
სიახლეები