ქართველი მწვრთნელების კიდევ ერთი აღიარება!

27-ოქტ-2018
სიახლეები

გიორგი ასანიძისა გაწვრთნილმა ისრაილის წარმომადგენელმა ევროპირველობაზე წარმატებას მიაღწია!

პოლონეთში მიმდინარე 20  წლამდე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი ქართველი ძალოსნებისთვის ისრაელის ნაკრების წევრის გამოსვლითაც საინტერესო იყო.

საქმე ისაა, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ასანიძემ გარკვეული პერიოდი ისრაელის ნაკრების წევრი გოგონა ნიკოლე რუბანოვიჩი ავარჯიშა და მწვრთნელთან, გია ცირეკიძესთან ერთად  შეჯიბრზეც გაიყვანა. 20 წლის ებრაელი გოგონამ, რომელიც 75 კგ. წონით კატეგორიაში ასპარეზობდა ატაცში 97 კგ. დაძლია და ოქროს მედალს დაეუფლა, ასევე წარმატებით იასპარეზა აკვრაში, სადაც თავი 112 კილოგრამს გაართვა და ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა, ასეთივე სინჯის მედალი აიღო ორჭიდშიც, სადაც 209 კილოგრამი მოაგროვა.

აღსანიშნავია, რომ ქართველი მწვრთნელების მიერ დამოძღვრილი ნიკოლე რუბანოვიჩი ისრაელის ქალთა ძალოსნობის ისტორიაში პირველი ძალოსანია, ვინც მსგავს წარმატებას მიაღწია!

ნიკოლა რუბანოვიჩი გიორგი ასანიძესთან ქართველი ებრაელის გენადი ხისკიას უშუალო შუამდგომლობით მოხვდა. ხისკია ისრაელში ძალოსნობას კურირებს.  

მსგავსი
სიახლეები