აშხაბადში მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო

07-ნოე-2018
ეროვნული ნაკრები

აშხაბადში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც ამავდროულად ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულებიც თამაშდება ამ დროისთვის საქართველოს ორმა ძალოსანმა იასპარეზა. 
თურქმენულ ფიცარნაგზე პირველი გოგა ჩხეიძე გამოვიდა. ძალოსანმა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ევროპირველობაზე გაიმარჯვა აშხაბადში ასპარეზობა “B” ჯგუფში დაიწყო, სადაც ლიდერობა მოიპოვა. ქართველი სპორტსმენი “A” ჯგუფშიც დაწინაურდა და საბოლოოდ ორჭიდის ჯამში მე-7 ადგილზე გავიდა.

ქართველმა ძალოსანმა ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის გარკვეული სალიცენზიო ქულები მოაგროვა.

მსგავსი
სიახლეები