შოთა მიშველიძე მსოფლიო ჩემპიონატზე გამოვიდა

07-ნოე-2018
ეროვნული ნაკრები

თურქმენეთში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა 61 კგ. წონით კატეგორიაში გაიმართა, სადაც საქართველოს ნაკრებიდან შოთა მიშველიძე გამოვიდა. ქართველმა ძალოსანმა ატაცში 135 კგ. დაძლია და მე-7 ადგილზე გავიდა, აკვრაში თავი 158 კილოგრამ გაართვა და მე-9 საფეხური დაიკავა, ხოლო ორჭიდის ჯამში 293 კილოგრამით მე-7 ადგილზე გავიდა.

მსგავსი
სიახლეები