2021 წლის საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი, საქართველოს თასი და კახი კახიაშვილის საერთაშორისო თასი - დებულება

23-ოქტ-2021
სიახლეები

მოგესალმებით!

 
გიგზავნით  2021 წლის საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის, საქართველოს თასის და კახი კახიაშვილის საერთაშორისო თასის დებულებას.
 
მნიშვნელოვანია! ვინც უშუალოდ იღებთ მეილს, გთხოვთ უზრუნველყოთ მწვრთნელების დროული ინფორმირება და თანდართული ფაილების გარდა ამოუბეჭდოთ მეილში მოცემული ინფორმაციაც. ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას იხსნის მწვრთნელებისთვის ინფორმაციის დაგვიანებით ან/და არასრულად მიწოდებაზე.
 
მწვრთნელებს გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ შეჯიბრზე დაშვების წესებს, თანრიგებს და ისე შეავსეთ განაცხადი.
 
პანდემიის ვითარებიდან გამომდინარე, შეჯირების გრაფიკში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში ინფორმაციას გაცნობებთ დაუყოვნებლივ.
  
გთხოვთ შევსებული განაცხადი დროულად , 12 ნოემბრამდე მოგვაწოდოთ ამავე მეილზე 
ნუ გამოგზავნით სხვა ელ.ფოსტაზე, ადმინისტრაცია არ აგებს პასუხს არასწორად გამოგზავნილ მეილებზე).
 
 
გისურვებთ წარმატებას და გელით დუშეთში 19 ნოემბერს!
დოკუმენტის ჩამოტვირთვა
მსგავსი
სიახლეები