27 დეკემბერს გაიმართება რიგით 25-ე საიუბილეო შეჯიბრი "კახის თასი 2020" .
"კახის თასი"-ს დებულების შესაბამისად 24 დეკემბერს საქართველოს თასის ვერიფიკაციაზე ეროვნული ნაკრების უფროსი მწვრთნელი დააკომპლექტებს შეჯიბრის მონაწილე ორ შემადგენლობას. აღნიშნული სპორტსმენების აწონვა დაევალება შეჯიბრის მთავარ მსაჯს.
მნიშვნელოვანია! ვინც უშუალოდ იღებთ მეილს, გთხოვთ უზრუნველყოთ მწვრთნელების დროული ინფორმირება და თანდართული ფაილების გარდა ამოუბეჭდოთ მეილში მოცემული ინფორმაციაც. ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას იხსნის მწვრთნელებისთვის ინფორმაციის დაგვიანებით ან/და არასრულად მიწოდებაზე.
მწვრთნელებს გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ შეჯიბრზე დაშვების წესებს, თანრიგებს და ისე შეავსეთ ორივე განაცხადი.
პანდემიის ვითარებიდან გამომდინარე შეჯირებაზე დაშვება იქნება აკრედიტაციით ამიტომ სრულად მოგვაწოდეთ ნაკრების შემადგენელ პირთა სია წინასწარ განაცხადებში. (მწვრთნელები ჩაწერეთ!!!)
გთხოვთ შევსებული განაცხადი დროულად , 21დეკემბრამდე მოგვაწოდოთ ამავე მეილზე
ნუ გამოგზავნით სხვა ელ.ფოსტაზე, ადმინისტრაცია არ აგებს პასუხს არასწორად გამოგზავნილ მეილებზე).
შეგასენებთ, რომ ამიერიდან ყველა შეჯიბრთან დაკავშირებით ინფორმაცია დაგეგზავნებათ აღნიშნული ელ.მისამართიდან, შესაბამისად განაცხადები და ნებისმიერი სხვა ინფორმაცია შეჯიბრთან დაკავშირებით უნდა გამოიგზავნოს მხოლოდ აღნიშნულ ელ.ფოსტაზე.
გისურვებთ წარმატებას და გელით დუშეთში!
დოკუმენტის ჩამოტვირთვა
დოკუმენტის ჩამოტვირთვა