საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით ფედერაციის 2020 წლის საარჩევნო-საანგარიშო ყრილობა დაინიშნა 18 დეკემბერს, ქ.დუშეთი.
დღის წესრიგი:
• დელეგატთა რეგისტრაცია 09:00სთ
• საარჩევნო საანგარიშო ყრილობის გახსნა 10:00სთ
• ფედერაციის ანგარიში
• საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები
• საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივნის, ვიცე-პრეზიდენტების და აღმასრულებელი კომიტეტის წევრების წარდგენა/დამტკიცება
• სხვადასხვა.
Covid-19 პანდემიით შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, პრეზიდენტობის მსურველთა განცხადებების მიღება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ფედერაციის ელ.ფოსტის მეშვეობით /info@geowf.ge/ 2020 წლის 11 დეკემბრის 18:00 საათამდე.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ფედერაციის გენერალურ მდივანს რუსუდან მურადაშვილს ruska.geowf@gmail.com +995 598 599 454
მნიშვნელოვანია! ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე შესაძლებელია შეიცვალოს ყრილობის ჩატარების ფორმატი, დრო ან/და ადგილმდებარეობა, შესაბამისი ინფორმაცია გეცნობებათ დაუყოვნებლივ.