კაშირინამ ბათუმში პირველი მსოფლიო რეკორდი დაამყარა

13-აპრ-2019
სიახლეები

ევროპის ჩემპიონატზე ქალთა მძიმე წონაში მოასპარეზეთა შორის რუსი ტატიანა კაშირინას სახელის გასწვრივ პირველი საფეხურის ხილვა გულშემატკივარს არ გაჰკვირვებია. რუსმა ძალოსანმა ბათუმის ფიცარნაგზე ის შეძლო, რაც სხვებმა ვერ შეძლეს. კაშირინამ ატაცში მის მიერვე შარშან აშხაბადის მსოფლიო ჩემპიონატზე დამყარებული მსოფლიო რეკორდი (145 კგ) გააუმჯობესა - 146!

კაშირინამ აკვრაც ერთი ამოსუნთქვით ჩაატარა - სამივე წონას - 174, 180, 185 კგ. მარტივად გაუმკლავდა. ამასთან, მესამე მისვლაზე ორჭიდის ჯამშიც მის მიერვე მსოფლიო პირველობაზე დამყარებული მსოფლიო რეკორდი (330 კგ) გააუმჯობესა - 331 კგ. გარდა ამისა, მსოფლიო რეკორდების პარალელურად ევროპის რეკორდებიც დაამყარა.

რუსი ჩემპიონის უახლოესი მდევარი უკრაინელი ანასტასია ლისენკო აღმოჩნდა (120+148 და 268 კგ), რომელიც კაშირინას 63 კილოგრამით (!) ჩამორჩა. 260 (115+145 კგ) კილოგრამით მესამეა ბრიტანელი ემილი კემპბელი.

მსგავსი
სიახლეები