მარტიროსიანი თავის შედეგებს აცდა, მაგრამ მეტოქეებს გაცდა

13-აპრ-2019
სიახლეები

ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე სომხეთის ნაკრებმა 109 კილოგრამ წონით კატეგორიაში თავისი ჯილა - სიმონ მარტიროსიანი წარადგინა. წინასწარ შეკვეთებიდან აშკარა იყო, რომ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონს ბათუმის სპორტის სასახლეში ოქროს მედლებს ვერავინ შეეცილებოდა. მისი უპირატესობა ბევრად თვალშისაცემი იყო აკვრაში.

ფაქტობრივად გარანტირებულ ოქროს მედლებს დარბაზში მრავლად მოჰყვა სომეხი გულშემატკივარი. მოვლენებიც სწორედ ისე წარიმართა, როგორც ეს წინასწარ იყო განსაზღვრული.

სიმონ მარტიროსიანმა ატაცში 192 კილოგრამის დაძლევით ოქროს მედალი დაიბევა, ხოლო აკვრაში დამორჩილებული 235 კილოგრამით დამატებით ორი ოქროს მედალი გაინაღდა ჯერ აკვრაში და შემდგომ ორჭიდის ჯამში - 427 კგ. არადა ეს მისი საუკეთესო მაჩვენებელი არაა. შარშან აშხაბადის მსოფლიო ჩემპიონატზე აკვრასა და ორჭიდის ჯამში შესაბამისად 240 და 435 კილოგრამებით მსოფლიო რეკორდები დაამყარა.

411 კილოგრამით (190+221 კგ) ჩემპიონატის ვერცხლის მედალი ერგო ბელარუსის წარმომადგენელ ანდრეი არამნაუს, ხოლო მესამეზე 410 კილოგრამით (192+218) გავიდა რუსი როდიონ ბოჩკოვი, რომელმაც შარშან ატაცში მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი 190 კილოგრამით მოიპოვა.

მსგავსი
სიახლეები