ირაკლი ჩხეიძემ ატაცი და ევროპის ჩემპიონატი ბრინჯაოს მედლით დაასრულა

13-აპრ-2019
სიახლეები

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი დღე მედლით დაიწყო და საღამოს სესიისთვის დარბაზში ამაღლებული განწყობა შეიქმნა. საქმეში მძიმე არტილერიის ჩართვამდე ნაკრების ახალგაზრდა წევრმა ირაკლი ჩხეიძემ 102 კილოგრამ წონითი კატეგორიაში იასპარეზა. სამივე მისვლა წარმატებით გამოიყენა ატაცში - 163, 167, 169. ბოლოს დამორჩილებული წონა კი ბრინჯაოს მედლის მომტანი აღმოჩნდა.

კარგი დასაწყისის შემდეგ აკვრაში წარმატების იმედი გაჩნდა. მით უმეტეს, რომ ირაკლი სწორედ ამ დისციპლინაში გამოდის უკეთ, მაგრამ მოხდა ის, რამაც ყველა დააზარალა - ჩხეიძე ანგარიშგასაწევ წონამდე მუხლის ტრავმამ არ მიუშვა. საწყისი ორი შეკვეთა - 202 და 203 კილოგრამები ვერ დაიმორჩილა და მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაიუარესა. აშკარა იყო, რომ აკვრაში და ორჭიდის ჯამში მედლისთვის ვეღარ იბრძოლებდა. მიუხედავად ამისა, მესამე ცდაზე მუხლის ტკივილს და წონას გაუმკლავდა, რამაც მას 372 კილოგრამით ჩემპიონატის მეოთხე ადგილით დასრულების საშუალება მისცა, რაც მისი მდგომარეობის გათვალისწინებით კარგი შედეგია.

წონის ტრიუმფატორი უკრაინელი დმიტრო ჩუმაკი გახდა, რომელმაც ატაცში (175 კგ), აკვრაში (216 კგ) და ორჭიდში (391 კგ) ოქროს მედლები მოიპოვა. მეორეზე (168+209 და 377 კგ) სომეხი სამველ გასპარიანი გავიდა, ხოლო მესამე იყო ბელარუსი ვადიმ სტრალცოვი (170+206 და 376 კგ).

მსგავსი
სიახლეები