ანტონ პლესნოის ქართული ბრინჯაო

12-აპრ-2019
სიახლეები

ბათუმის ევროპის ჩემპიონატის ბოლოს წინა დღეს საქართველოს ნაკრების მონაგარი ორი მედლით გაიზარდა.

ნატურალიზებულმა უკრაინელმა ძალოსანმა, ანტონ პლესნოიმ, რომლის დებიუტიც საქართველოს ნაკრებში შარშან პოლონეთის ზამოსცში 20 და 23 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე შედგა, 96 კილოგრამ წონით კატეგორიაში ატაცში 173 კილოგრამი დაიმორჩილა და ვერცხლის მედალი მოიპოვა. 377 კილოგრამით კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ასვლის პატივი დაიმსახურა ორჭიდშიც.

96 კილოგრამ წონითი კატეგორიაში ევროპის არაერთი ასაკობრივი რეკორდიც დაემხო. მათ შორის იყო 23-წლამდელებში პლესნოის მიერ დამყარებული რეკორდიც.
ატაცში (178 კგ), აკვრაში (222 კგ) და ორჭიდში (400 კგ) საუკეთესო ბელარუსი ძალოსანი ევგენი ტიხანცოვი გამოდგა. მეორე საფეხური დაიკავა რუსმა ეგორ კლიმონოვმა (378 კგ).

აღსანიშნავია, რომ 96 კილოგრამ წონით კატეგორიაში ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის სარეიტინგო ქულები თამაშდება. ამ მხრივ პლესნოიმ ტოკიოსკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა.

დღემდე საქართველოს ძალოსანთა ნაკრებში ბათუმის ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული ორი ოქროს, სამი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი იყო. მათ შორის ვერცხლი და ბრინჯაო ორჭიდის ჯამში. დღეს საქართველოს ნაკრების ყულაბა დამატებით ორი მედლით შეივსო.

ანტონ პლესნოიმ ატაცში 173 კილოგრამი დაიმორჩილა და ვერცხლის მედალი მოიპოვა. ახლოს იყო ჯილდოსთან აკვრაშიც, მაგრამ ბრინჯაომდე სამი კილოგრამი დააკლდა (204 კგ). და მაინც, პლესნოიმ ორჭიდში 377 კილოგრამს მოუყარა თავი, რამაც მას ბრინჯაოს მედალი მოაპოვებინა.
აღსანიშნავია, რომ ნატურალიზებული უკრაინელი ძალოსნის, ანტონ პლესნოის დებიუტი საქართველოს ნაკრებში შარშან პოლონეთის ზამოსცში 20 და 23 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე შედგა.
პლესნოიმ მაშინ 94 კილოგრამ წონით კატეგორიაში ატაცში დაძლეული 172 კილოგრამით ოქროს მედალი მოიპოვა, ხოლო ორჭიდის 368 კილოგრამით 23-წლამდელთა შორის ვერცხლის მედალი.

ატაცში (178 კგ), აკვრაში (222 კგ) და ორჭიდში (400 კგ) საუკეთესო ბელარუსი ძალოსანი ევგენი ტიხანცოვი გამოდგა. მეორე საფეხური დაიკავა რუსმა ეგორ კლიმონოვმა (378 კგ).

მსგავსი
სიახლეები