ჩემპიონის ბედი თანაგუნდელებში გაირკვა

12-აპრ-2019
სიახლეები

87 კილოგრამ წონით კატეგორიაში საჩემპიონო ორთაბრძოლა რუსს თანაგუნდელებში - ქსენია პასხინასა და დიანა მსტიევას შორის გაჩაღდა. მათ შორის ჩემპიონობა პასხინას დარჩა, რომელიც საუკეთესო იყო ატაცში (110 კგ), აკვრასა (132 კგ) და ორჭიდის ჯამში (242 კგ). სამი ვერცხლის მედალია მსტიევას ანგარიშზე (110+130 და 240 კგ), რომელმაც ატაცში იგივე წონა დაძლია, რაც მისმა თანაგუნდელმა, მაგრამ პირველი შეკვეთის უპირატესობით ოქროს მედალი პასხინას დარჩა.

ჩემპიონატი ბრინჯაოს მედლით დაასრულა ავსტრიელმა სარა ფიშერმა, რომელმაც 0რჭიდში 231 კილოგრამს მოუყარა თავი, იქამდე კი აკვრაში 129 კილოგრამით მესამე ადგილი დაიკავა.

ატაცში (105 კგ) მესამე ადგილით პრიზიორთა შორის გაერია სომეხი ტატევ ჰაკობიანიც.

მსგავსი
სიახლეები