არაოლიმპიური წონის მჭიდრო ფინალი

12-აპრ-2019
სიახლეები

ბათუმის ევროპის ჩემპიონატზე ქალთა 81 კილოგრამ წონითი კატეგორიაში ძალოსნობის გულშემატკივარმა მჭიდრო ფინალური დაპირისპირება იხილა. ჩემპიონს უახლოეს მდევართან ერთ კილოგრამიანი უპირატესობა აღმოაჩნდა, ისევე როგორც ვერცხლის მედალოსანს მესამე ადგილოსანთან.

ექვს მონაწილეს შორის 223 კილოგრამით ორჭიდის ჯამში ყველაზე მეტი ბერძენმა ელენი კონსტანტინიდმა დააგროვა და კვარცხლბეკის პირველ საფეხურზე ასვლაც დაიმსახურა. ბერძენი 97 კილოგრამით მესამე იყო ატაცში, ხოლო აკვრაში 126 კილოგრამით პირველი.

მეორეზე 222 კილოგრამით გერმანელი ნინა შროტი გავიდა, რომელიც ატაცში 102 კილოგრამით მეორე იყო, აკვრაში კი 120 კილოგრამით მესამე.

221 კილოგრამით ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაო ერგო ბელგიელ ანა ვანბელინგენს, რომელმაც ატაცში 103 კილოგრამით ყველაზე მეტი დაიმორჩილა, ხოლო აკვრაში 118 კილოგრამით მესამე იყო.

ერთადერთი ვინც საუკეთესო სამეულს სიმშვიდე დაურღვია, ეს სომეხი ლიანა გურჯიანია, რომელმაც 120 კილოგრამით აკვრაში მეორე ადგილი დაიკავა.

აქვე აღვნიშნოთ, რომ 81 კილოგრამ წონითი კატეგორია ოლიმპიური სტატუსით არ სარგებლობს, ამიტომაც მასში ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის სარეიტინგო ქულები არ გათამაშებულა. ამავე მიზეზით წონა მონაწილეთა რაოდენობით არ გამოირჩევა.

მსგავსი
სიახლეები