დრამატული 76

12-აპრ-2019
სიახლეები

ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე 76 კილოგრამ წონითი კატეგორიის ქალთა ფინალი დრამატულობით გამორჩეული გამოდგა. ასპარეზობის დაწყებისთანავე ტრავმების გამო ფიცარნაგზე გასვლისგან თავი შეიკავეს უკრაინელმა ირინა დეხამ და გერმანელმა ტაბეა ტაბელმა. ყველაზე ცუდ დღეში მაინც ფრანგი გაელ ნაიო კეჩანკე აღმოჩნდა - ატაცში ასპარეზობისას მხარი ამოიგდო და მკლავი მოიტეხა. ფრანგი ძალოსანი საკაცით გაიყვანეს გზაში კი ატაცში მოპოვებული ბრინჯაო დააწიეს.

უშუალოდ სპორტული თვალსაზრისით მოულოდნელი გამოდგა მსოფლიოს ორგზის საუკეთესო ძალოსანი ქალის, ესპანელი ლიდია ვალენტინის მიერ ორჭიდში მოპოვებული ვერცხლის მედალი.

ტიტულოვანი ესპანელი 108 კილოგრამით ატაცში იყო საუკეთესო, მაგრამ აკვრასა და ორჭიდში ესპანელს პირველობა არ დაანება ბელარუსმა დარია ნაუმავამ, რომელსაც ატაცში 106 კილოგრამით მეორე შედეგი ჰქონდა აკვრასა და ორჭიდში კი ოქროს მედლების საკადრისი წონები - 136 და 242 კგ.

ესპანელთან და ბელარუსთან ჭიდილში მესამე ადგილი დაიკავა შვედმა პატრისია სტრენიუსმა (101+132 და 233 კგ).

მსგავსი
სიახლეები