რეზი დავითაძემ ევროპის ჩემპიონატზე მეორე ადგილი დაიკავა

11-აპრ-2019
სიახლეები

რეზი დავითაძემ ბათუმის ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ახალ წონით სტანდარტში - 89 კილოგრამ წონით კატეგორიაში ატაცში 170 კილოგრამის დამორჩილებით ოქროს მედალი მოიპოვა და იქვე 23-წლამდელთა ევროპის რეკორდი ორი კილოგრამით გააუმჯობესა. რეზიმ კარგად დაიწყო ასპარეზობა აკვრაშიც, მაგრამ 200 კილოგრამის დაძლევა მეორე ადგილისთვის აღმოჩნდა საკმარისი.

ასევე მეორე იყო ორჭიდის ჯამში დაგროვილი 370 კილოგრამით.

აღსანიშნავია, რომ ქართველი ძალოსანი 2018 წლის ბუქარესტის ევროპის პირველობაზე 85 კილოგრამ წონით კატეგორიაში გახდა ჩემპიონი.
საქმე ისაა, რომ შარშან ზაფხულში ძალოსნობის სამყაროში ახალი წონითი კატეგორიები შემოიღეს, ისევე როგორც ახალი სარეკორდო სტანდარტები.

წონის ჩემპიონი გახდა სომხეთის წარმომადგენელი ჰაკობ მკრტჩიანი (164+207 და 371 კგ), მესამეზეც სომეხი ძალოსანი გავიდა - დავით ჰოვანისიანი (165+195 და 360 კგ).

მსგავსი
სიახლეები