რუმინელი ლორედანა ელენა ტომას უპირატესობა თავიდანვე გამოიკვეთა

09-აპრ-2019
სიახლეები

ქალთა 64 კილოგრამ წონით კატეგორიაში რუმინელი ლორედანა ელენა ტომა ჩემპიონობის უმთავრეს კანდიდატად თავიდანვე გამოიკვეთა. ატაცში უახლოეს მდევარ თანაგუნდელ ირინა ლაკრამიარა ლეპსაზე 9 კილოგრამით მეტი დაძლია და 111 კილოგრამით ევროპის რეკორდიც დაამყარა.

რუმინელმა ფავორიტმა აკვრაშიც იყოჩაღა, ყველაზე მეტი - 128 კილოგრამი დაიმორჩილა და ორჭიდში დაგროვილი 239 კილოგრამით ჩემპიონობაც იზეიმა. ლორედანა ელენა ტომამ 132 კილოგრამით მსოფლიო რეკორდსაც შეუტია, მაგრამ წარუმატებლად.

ორჭიდში თანამემამულესთან მისმა უპირატესობამ 10 კილოგრამი შეადგინა.

პირველ-მეორე ადგილოსან რუმინელებთან ყველაზე ახლოს ბრიტანელი ზოი სმიტი გავიდა. 224 კილოგრამით სმიტმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მსგავსი
სიახლეები