გოგა ჩხეიძემ საქართველოს ძალოსანთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის მედლები შემატა

09-აპრ-2019
სიახლეები

ქართველმა ძალოსანმა 67 კილოგრამ წონით კატეგორიაში აკვრაში 169 კილოგრამის დაძლევით ვერცხლის მედალი მოიპოვა, ორჭიდის ჯამში დაგროვილი 308 კილოგრამით კი ბრინჯაო დაისაკუთრა. გარდა ამისა, ატაცში მესამე მისვლაზე 139 კილოგრამის დამორჩილებით 23-წლამდელთა ევროპის რეკორდი დაამყარა. მართალია, გოგა ჩხეიძის მიერ დამყარებული რეკორდი იტალიელმა მირკო ზანიმ კილოგრამით გააუმჯობესა და შემდგომ თავისივე რეკორდიც დაამხო, მაგრამ ქართველს რევანშის საშუალება აკვრაში და ორჭიდის ჯამში მიეცა, სადაც ამჯერად უკვე თავად დაამხო რამდენიმე წუთით ადრე იტალიელის მიერ დამყარებული 23-წლამდელთა რეკორდები როგორც აკვრაში (163 კგ), ისე ორჭიდის ჯამში (305 კგ), შესაბამისად 169 და 308 კილოგრამებით.

312 კილოგრამით ჩემპიონობა მოიპოვა ფრანგმა ბერნარდ კინგ მატამმა, ხოლო მეორეზე 311 კილოგრამით გავიდა გერმანელი სიმონ ბრანდჰუბერი.

მსგავსი
სიახლეები