ლატვიელის ევროპული ჰეთ თრიკი

09-აპრ-2019
სიახლეები

ლატვიელმა რებეკა კოჰამ ბათუმის ევროპის ჩემპიონატის მესამე დღეს ქალთა 59 კილოგრამ წონით კატეგორიაში თავისებური ძალოსნური ჰეთ თრიკი შეასრულა. ბალტიისპირელმა ატაცში, აკვრასა და ორჭიდის ჯამში შესაბამისად 101, 120 და 221 კილოგრამების დაძლევით ოქროს მედლები მოიპოვა.

ლატვიელს კვარცხლბეკზე შეუამხანაგდნენ რუსეთის წარმომადგენლები ტატიანა ალეევა და ალექსანდრა კოზლოვა, რომლებმაც შესაბამისად ორჭიდის ჯამში ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. მათ შორის, კოზლოვა მესამე იყო ატაცში, ხოლო ალეევას აკვრაში მეორე შედეგი აღმოაჩნდა.

ატაცში ვერცხლის მედალი ერგო სომხეთის წარმომადგენელ იზაბელა იაილიანს, ხოლო აკვრაში მესამე იყო რუმინელი ფლორინა სორინა ჰულპანი.

მსგავსი
სიახლეები