ბათუმის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ძალოსანთა ნაკრებმა პირველი მედალი მოიპოვა

08-აპრ-2019
სიახლეები

ბათუმში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ძალოსანთა ნაკრებმა პირველი მედალი მოიპოვა.

შოთა მიშველიძემ (61 კგ), რომელიც ბათუმის ფიცარნაგზე ევროპის ჩემპიონის რანგში წარსდგა, აკვრაში გახდა საუკეთესო. ქართველ გულშემატკივართა შეძახილებით დამუხტულმა მიშველიძემ 156 კილოგრამი დაძლია და ოქროს მედალი დაიმსახურა.

მიშველიძეს ატაცში და ორჭიდში სამეულში შესასვლელად ერთი ნაბიჯი დააკლდა. ატაცში 125 კილოგრამი დაძლია, ხოლო ორჭიდში 281 კილოგრამს მოუყარა თავი.

124 კილოგრამით ატაცში მეექვსე შედეგი ჰქონდა ნაკრების კიდევ ერთ წევრს რამინ შამილიშვილს. გუნდის გამოცდილმა წევრმა აკვრაში 152 კილოგრამი დაიმორჩილა და მეხუთე იყო. ასევე მეხუთე ადგილი ერგო ორჭიდის ჯამშიც - 276 კგ.

ორჭიდის ჯამში წონის ჩემპიონი გახდა ბელარუსი გენადი ლაპტევი, მეორე და მესამე ადგილები დაიკავეს თურქებმა ბენიამი შეზერიმ და ფერდი ჰარდალმა. ამასთან, დაემხო ევროპის რამდენიმე ასაკობრივი რეკორდიც.

მსგავსი
სიახლეები