რეკორდი იტალიელმა დაამყარა, ჩემპიონი კი პოლონელი გახდა

07-აპრ-2019
სიახლეები

იტალიელი ლუკრესია მაჯისტრი 55 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბათუმის ფიცარნაგზე ექვსჯერ წარსდგა და აქედან ხუთჯერ წარუმატებლად. ერთადერთი ატაცში პირველი მისვლა გამოიყენა წარმატებით და ის ერთადერთი 23-წლამდელებში ევროპის რეკორდი აღმოჩნდა - 90 კგ.

აღსანიშნავია, რომ 55 კილოგრამ წონით კატეგორიაში 11 ქალი ძალოსანი გამოვიდა, მაგრამ ექვსი ცდიდან ფაქტობრივად ნახევარი გააცუდეს. კერძოდ, 66 მცდელობიდან 32 წარუმატებელი აღმოჩნდა.

ორჭიდის ჯამში (199 კგ) ჩემპიონობა პოლონელ იოანა ლოჩოვსკას დარჩა. პოლონელს უახლოეს მდევრებად რუსეთის წარმომადგენლები სვეტლანა ერშოვა და კრისტინა ნოვიცკაია ჰყავდა, რომლებმაც შესაბამისად მეორე და მესამე ადგილები დაიკავეს.

მსგავსი
სიახლეები