ბათუმში 17-წლამდელთა ევროპის რეკორდები დაემხო

07-აპრ-2019
სიახლეები

ბათუმში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატის მეორე დღეს ევროპის ორი რეკორდი დამყარდა. ამასთან ევროპის რეკორდები დაემხო B ჯგუფში 55 კილოგრამ წონით კატეგორიაში ქალთა ასპარეზობისას.

ბელგიელმა ნინა სტერქსმა ატაცში მის მიერვე შარშან აშხაბადის მსოფლიო ჩემპიონატზე დამყარებული 17-წლამდელთა ევროპის რეკორდი (81 კგ) გააუმჯობესა - 82 კგ.

ბელგიელმა ორჭიდის ჯამშიც მის მიერვე აშხაბადში დამყარებული ამავე ასაკობრივი კატეგორიის ევროპის რეკორდი (182 კგ) დაამხო - 183 კგ.

მსგავსი
სიახლეები