ევროპის ჩემპიონატის პირველი დღე დასრულდა

06-აპრ-2019
სიახლეები

ბათუმის ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატის პირველი დღე ქალთა 49 კილოგრამ წონით კატეგორიაში გათამაშებული მედლების კომპლექტით დასრულდა.

ატაცში, აკვრასა და ორჭიდში კვარცხლბეკზე ასვლის პატივი ხუთმა ძალოსანმა დაიმსახურა. მათ შორის, რუმინელი ელენა რამონა ანდრიესი ერთადერთი იყო, ვინც სამივე შემთხვევაში (87+103+190) პირველობა და შედეგად ჩემპიონობა შეძლო.

რუმინელს საფეხურით ჩამორჩა რუსეთის წარმომადგენელი კრისტინა სობოლი, რომელიც ატაცში 85 კილოგრამით მეორე იყო, მაგრამ აკვრაში 95 კილოგრამის დაძლევით სულაც მეექვსე აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, სობოლმა ორჭიდში 180 კილოგრამით ვერცხლის მედალი დაისაკუთრა.

ორჭიდით (178 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა იტალიელმა ჯორჯიო რუსომ, იქამდე კი მეხუთე იყო ატაცში (75 კგ), აკვრაში კი მეორე (103 კგ).

ცალკეულ დისციპლინებში - ატაცსა და აკვრაში მესამე ადგილები დაიკავეს ფრანგებმა ანაი მიშელმა და მანონ ლორენცმა.

მსგავსი
სიახლეები