ემოციური 55 კილოგრამი

06-აპრ-2019
სიახლეები

იტალიელი მირკო სკარანტინო 55 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვაჟთა ასპარეზობას ჩვეული ემოციურობით შეუდგა. იტალიელს ხმების იოგები ტყუილად არ დაუძაბავს - ორჭიდში 261 კილოგრამი დააგროვა და ჩემპიონობა მოიპოვა, იქამდე კი ატაცში იყო საუკეთესო, აკვრაში კი... მეორე. იტალიელს მეორე დისციპლინაში თითქმის განაღდებული ოქროს მედალი ბულგარელმა ანგელ რუსევმა არ დაანება. რუსევმა 146 კილოგრამი აკრა, რაც იტალიელის წონას კილოგრამით აღემატებოდა.

შედეგად ბულგარელმა აკვრაში პირველი ადგილი დაიკავა, რაც შეძახილებით აღნიშნა კიდეც, ხოლო ორჭიდის ჯამში დაგროვილი 256 კილოგრამით ვერცხლის მედალი დაისაკუთრა. არადა, ატაცში მისი მონაგარი სამეულისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა - 110 კილოგრამით მეოთხე იყო.

247 კილოგრამით ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი ერგო ასევე ემოციურ თურქ შაჰინ მუამარს, რომელი ატაცში (112 კგ) მეორე იყო, აკვრაში კი მესამე (135 კგ).

ატაცში მესამე ადგილით საუკეთესო სამეულთან ახლოს იყო რუმინელი ლუკა კრისტიან მარიანი.

მსგავსი
სიახლეები