გურამ გიორბელიძის ტრიუმფი

13-მარ-2019
ჭაბუკთა ნაკრები

ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატის ორი ვერცხლის მედალი!

ორი ევროპის რეკორდი!

ერთი საქართველოს რეკორდი!

გურამ გიორბელიძე მსოფლიოს კვარცხლბეკზე ავიდა!

ქართველმა ძალოსანმა ლას ვეგასში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე აკვრაში 150 კგ. დაძლია და ვერცხლის მედალს დაეუფლა. ამ შედეგით გიორბელიძე მედალთან ერთად, ევროპის რეკორდის მფლობელიც გახდა. საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების წევრმა ევროპის რეკორდი 2 კილოგრამით გააუმჯობესა!

აღსანიშნავია, რომ გიორბელიძემ ევროპის რეკორდი 2018 წლის ბოლოსაც დაამყარა. ძალოსანმა  ბაქოს საერთაშორისო ტურნირზე 151 კილოგრამი დააფიქსირა, რაც ევროპის რეკორდს 3 კილოგრამით აღემატებოდა, თუმცა ბაქოს ტურნირის შედეგი ევროპის ფედერაციის სარეკორდო ნუსხაში არ ხვდება.

გიორბელიძემ ორჭიდშიც იგივე შედეგი აჩვენა. ძალოსანმა ვერცხლის მედალთან ერთად, აქაც ევროპის რეკორდი დაისაკუთრა. მის მიერ დაძლეული   270 კილოგრამი ევროპის რეკორდს 2 კილოგრამიოთ აღემატება!

რაც შეეხება საქართველოს რეკორდს. გურამ გიორბელიძემ ატაცში თავი 120 კილოგრამ გაართვა და საკუთარი რეკორდი ამჯერადაც 2 კილოგრამით გააუმჯობესა!

მსგავსი
სიახლეები