საქართველოს ჭაბუკ ძალოსანთა ნაკრები ლას ვეგასშია

07-მარ-2019
სიახლეები

საქართველოს ჭაბუკ ძალოსანთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ზურაბ ანთაური ლას ვეგასის მსოფლიო ჩემპიონატზე ორი ძალოსნით გაემგზავრა. ამ დრომდე უცნობია, მიიღებს თუ არა აშშ-ის ვიზას მესამე ძალოსანი, მანუჩარ გოგოხია (81 კგ.).

ამერიკულ ფიცარნაგზე ძალებს პირველი მოსინჯავს ევროპის ჩემპიონი და პრიზიორი, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი და პრიზიორი გურამ გიორბელიძე (67 კგ.). ძალოსანი საქართველოს დროით 11 მარტს 02:00 საათზე იასპარეზებს.

შემდეგ ვიზის მიღების შემთხვევაში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის მანუჩარ გოგოხია (81 კგ.) იბრძოლებს. საქართველოს ჩემპიონი ამერიკულ ფიცარნაგზე 12 მარტს 05:00 საათზე უნდა გავიდეს.

მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებიდან ბოლოს ლაშა თაქთაქიშვილი (102 კგ.) გავა. ევროპის ჩემპიონი, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი და რეკორდსმენი ფიცარნაგზე 14 მარტს 05:00 საათზე გავა.

მსგავსი
სიახლეები