ბათუმის ფიცარნაგი პირველ დელეგაციას მასპინძლობს

03-მარ-2019
სიახლეები

ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატისთვის (6-13 აპრილი) საქართველოს უკვე ეწვია უკრაინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი მიხაილო მაცოხა და მსოფლიო ჩემპიონი დმიტრი ჩუმაკი. პირველ სტუმრებს ბათუმის აეროპორტში საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი კახი კახიაშვილი დახვდა. უკრაინელები კონტინენტის პირველობამდე აჭარაში დარჩებიან და მზადებას სწორედ იმ დარბაზში გაივლიან, რომელმაც ჩემპიონატს უნდა უმასპინძლოს.

უკრაინის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ევროპის ჩემპიონატის სავარჯიშო დარბაზში პირველი წონები დაიძლია.

ბათუმში კონტინენტის პირველობისთვის მზადება აქტიურ ფაზაში გადავიდა, რათა საქართველომ ამ რანგის ასპარეზობას თავი ღირსეულად გაართვას. 

მსგავსი
სიახლეები